ჩასქროლე

აღმოაჩინე მეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

ანონსები

ტოლერანტობის კვირეული - 2017
8 November 2017

საქართველოს უნივერსიტეტში ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ფარგლებში - 13 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით მორიგი ტოლერანტობის კვირეული გაიმართება. კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტის კამპუსში ჩატარდება აქტუალური საჯარო ლექციები, რომელსაც ცნობილი და კომპეტენტური ადამიანები წაიკითხავენ.

ლექციებზე დასწრება თავისუფალია, სტუმრებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. კვირეულის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება და პერფორმანსი სტუდენტების ჩართულობით. სტუმართა სია მოიცავს საზოგადო მოღვაწეებს, სპეციალისტებს და ა.შ.
საქართველოს უნივერსიტეტმა ტოლერანტობის კვირეულის ტრადიციას 2014 წელს ჩაუყარა საფუძველი, ნიშნად ჰუმანური და ტოლერანტული ღირებულებების პოპულარიზაციისა. ტოლერანტობის კვირეულის სლოგანია „ტოლერანტობა თავისუფლებაა!”

ტოლერანტობის კვირეულის განრიგი:

13 ნოემბერი
ტოლერანტობის კვირეულის გახსნა
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, კაფეტერია
დრო: 13:30 სთ

14 ნოემბერი
სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ეთნიკურობისა და მულტიკულტურიზმის შესწავლის ბიბლიოთეკისა და რესურს ცენტრის მიერ ორგანიზებული სემინარი თემაზე: „ტოლერანტული კულტურის განვითარება საქართველოში: მიღწევები და არსებული გამოწვევები“.

სპიკერები:
ნათია კალაძე, სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი;
გიორგი სორდია, ასოცირებული პროფესორი, ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის დირექტორი.
რუსუდან გოცირიძე, ევანგელისტურ ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი თემა - რელიგიურ კონფესიათა მდგომარეობა საქართველოში;
აგიტ მირზოევი, ჩართულობის და განვითარების ცენტრი - ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის და ინტერგრაციის პრობლემატიკა;
მარიამ ბეგაძე, ადამიანის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი - ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობების სამართლებრივი პრობლემატიკა

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, ეთნიკურობისა და მულტიკულტურიზმის ცენტრი #707
დრო: 12:00 სთ

15 ნოემბერი
კინოჩვენება - Life is BE, რომლის ავტორია საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი ბ-ნ ვახო კუნცევ-გაბაშვილი.
ფილმმა თბილისის საერთაშორისო კინო ფესტივალზე მოიპოვა მთავარი პრიზი - საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ოქროს რაინდზე ფილმა მოიპოვა ჟიურის განსაკუთრებული პრიზი.
ფილმი წარდგენილი იყო ბერლინალეზე.

დრო: 15:30 სთ
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #116


საჯარო ლექცია თემაზე: „რწმენის თავისუფალი აქტი და რელიგიური შემწყნარებლობის კულტურა“
სპიკერი: სამართლის დოქტორი ბ-ნ არჩილ მეტრეველი

ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #420
დრო: 17:00 სთ

16 ნოემბერი
სტუდენტური ესეების კონკურსი - რა არის ტოლერანტობა ?
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #116
დრო: 14:00 სთ

საჯარო ლექცია თემაზე: „ტოლერანტობა წარსულსა და აწმყოში“
სპიკერი: საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი ბ-ნ ტიმოთი ბარეტი (ინგლისურ ენაზე)
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსი, აუდიტორია #420
დრო: 15:00 სთ

17 ნოემბერი
საცეკვაო ნომერი სტუდენტების შესრულებით
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტი, IV კორპუსის ეზო
დრო: 13:30

საქართველოს უნივერსიტეტის UG TV - ის მოწვევით ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის გენერალური დირექტორი ბ-ნ ნიკა გვარამია ისაუბრებს ტოლერანტობაზე
ადგილი: საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი, საკონფერენციო დარბაზი #519
დრო: 18:00 სთ

SHARE ON







ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი

იყავი ინფორმირებული
იყავი მუდამ კავშირზე და მიიღე უახლესი ინფორმაცია
გაწევრიანდი
ჩვენი სოციალური ქსელი
UG
კონტაქტი
მისამართი: 77ა, მ. კოსტავას ქუჩა, თბილისი, 0171, საქართველო ტელ: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
სასარგებლო ბმულები
ყველა უფლება დაცულია © 2018, საქართველოს უნივერსიტეტი